23-05-2019
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ააშენებს.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ მუზეუმი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დატოვა და მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია მოთავსებული.
მუზეუმში ინახება მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური წიგნები, ფოტომასალები, ხელნაწერი წიგნები, ხელნაწერი ისტორიული საბუთები და სხვადასხვა მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები. სულ, 14 000 ძირითადი და დამხმარე ექსპონატი, რომელიც წლებია არასათანადო პირობებში ინახება.