23-05-2019
„ევროპის დღეები 2019“ არტ ვილა გარიყულაში გამართული ღონისძიებით „მე - ევროპელი“ დასრულდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები (სტუდენტები და უფროსკლასელი მოსწავლეები) შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან.
ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, მწერალმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ლექციას წაიკითხა საქართველოს ევროპულ გზაზე, საქართველოსა და ევროპის ურთიერთკავშირზე, ევროპულ ღირებულებზე, კულტურულ მრავალფეროვნებასა და განათლების მნიშვნელობაზე.
დასასრულს, პოსტერების კონკურსის „საქართველოს ევროპული გზა“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.