გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სენაკის მერმა 26 მაისის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად შექმნილ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

24-05-2019

სენაკის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია.


ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის მიერ ბანერები და კონცერტებისთვის სცენა უკვე დამონტაჟდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მოადგილეებთნ ერთად 26 მაისს დაგეგმილი კომპლექსური ღონისძიებების უზრუნველსაყოფად შექმნილ სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დილის 9 საათიდან, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სამხედრო ტექნიკა გამოიფინება.

მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა - კოსტუმირებული მსვლელობა, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები და კონცერტები გაიმართება.