26-12-2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის საპროექტო დოკუმენტაცის შედგენაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადდა. შესაბამისი ინფრასტრუქტურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვსა და ანაკლიას შორის უნდა მოეწყოს. პროექტირების ღირებულება, დაახლოებით, 11 მილიონი ლარია. წინანდადებების მიღება მომავალი წლის 13 იანვარს დაიწყება და 16 იანვარს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია პორტამდე მისასვლელი ორზოლიანი გზის მშენებლობა, რომლის სიგანე 11 მეტრი იქნება. საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი საავტომობილო გზის მთელ სიგანეზე, რაც 30 მეტრიანი კორიდორს ითვალისწინებს, განსახლების სამოქმედო გეგმასაც მოიცავს.
რაც შეეხება სარკინიგზო ინფრასტრუტურას, ოპერირების პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მინიმუმ ერთი ელექტროფიირებული სარკინიგზო ხაზისა და სხვა დამხმარე სარკინიგზო ინფრასტურქტურის მშენებლობა (17-18კმ). გარდა ამისა, აღნიშნული ეტაპი განსახლების სამოქმედო გეგმისა და საპროექტო ბუფერის მომზადებასაც მოიცავს.
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ხელსეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა დასრულდება.
წყარო: რადიო "ათინათი"