სამშაბათი, აპრილი 08, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ქუთაისი-მესტიის გზაზე 5-8 კილომეტრიანი გვირაბი აშენდება

26-12-2017

ქუთაისის აეროპორტიდან  სვანეთის მიმართულებით უმოკლესი გზის პროექტირება დაწყებულია. როგორც „კომერსანტს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ განუცხადა, საბოლოო ვარიანტი მთავრობას მომავალი წლის გაზაფხულზე გადაეგზავნება.

 

„ქუთაისიდან მესტიამდე ახალი გზა რამდენიმე კილომეტრიანი იქნება და შემდეგ უკვე 5-8 კილომეტრიანი გვირაბი აშენდება. ახალი გზის სიგრძე დაახლოებით 40-45 კილომეტრი იქნება. დეტალური პროექტირება ინტენსიურ ფაზაშია. რამდენიმე რთული მონაკვეთია და ტექნიკური გადაწყვეტილებებია მისაღები. იმედია, კონტრაქტის თანახმად, გაზაფხულზე საბოლოო ვერსიას მოვამზადებთ. მზად რომ გვექნება პროექტი, მისი სავარაუდო ღირებულება გვეცოდინება, მთავრობას წარვუდგენთ და ის გადაწყვეტს, როდის და როგორ დაფინანსდეს ეს პროექტი“, - აღნიშნა სეთურიძემ.

 

მისივე თქმით, პროექტირებას ხორვატიული კომპანია „აი ჯი ეიჩი“ ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ამასთან, სეთურიძე აცხადებს, რომ სვანეთის ეკონომიკური განვითარებისთვის ახალ გზას დიდი მნიშვნელობა ექნება.

წყარო: newpress