გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისში, განათლების სამინისტროს ორგანიზებით, შემეცნებით-გასართობო ღონისძიებები მიმდინარეობს

26-05-2019

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე ქუთაისში სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთიანი კონცეფციით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” ტარდება. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩისა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 18:00 საათამდე წარმოდგენილი იქნება შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, ზურაბ ჟვანიას სკოლა წარმოადგენენ არქეოლოგიური გათხრების იმიტაციას, გეოგრაფიულ ვიქტორინებს, სახალისო ექსპერიმენტებს ქიმიური ბიოლოგიის მიმართულებით, ჰოლოგრამებისა და რობოტების FABLAB ATSU-ს ნაკეთობების, სამეცნიერო ლიტერატურა-მონოგრაფიების გამოფენებსა და ა.შ.

ქუთაისში, ასევე, პროფესიული კოლეჯები დამთვალიერებელს შესთავაზებენ თავიანთი სასწავლო პროგრამების შესაბამის აქტივობებს, კერძოდ, გაიმართება ბარმენთა და კულინარიული შოუ, 3 და 2 განზომილებიანი გრაფიკის ნამუშევრებისა და ტიხრული მინანქრის ნაკეთობების გამოფენები. ასევე დაგეგმილია არაერთი სახალისო აქტივობა ბავშვებისთვის. მათ შორის - საბავშვო გმირებისა და დრამერების შოუები, სტამბის პერფორმანსები და სხვა.