გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის ფესტივალზე რუსული დროშებით გამოსვლის გამო, აჭარის განათლების მინისტრი გაათავისუფლეს

26-05-2019

ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და ყოველწლიურ ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად როსტოვიდან რუსული ანსამბლი ჩამოვიდა. 

ანსამბლის წევრებმა ბათუმის ქუჩებში რუსული დროშებით მსვლელობა მოაწყვეს.

სწორედ ამ ფაქტის გამო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფესტივალის ორგანიზატორი განთლების სამინისტრო იყო.

"პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო, შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი"- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ფესტივალის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ პოლიტიკასთან არანაირი საერთო არ აქვთ.

„ჩვენ პოლიტიკა არ გვაინტერესებს, ვიცით რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის. ხელოვანი ადამიანები ვართ და ძალიან გვინდა იყოს მშვიდობა“ - აცხადებს ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე.