გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისის აეროპორტში, "სადახლოსა" და "მტკვარზე" არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს

27-05-2019

საბაჟო-გამშვებპუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, ,,მტკვარი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 25,357.69 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 274.54 გრამი) გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 25,357.69 ლარის ოდენობით შეეფარდათ.