გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ყაჩაღობაში ბრალდებულებს რუსთავის სასამართლომ 8 და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

27-05-2019

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები ე.გ და ე.რ დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 დეკემბერს, ე.რ.-მ და არასრულწლოვანმა ე.გ.-მ, თანამზრახველთან ერთად ქ. რუსთავში, ე. დ.-ს საცხოვრებელ ბინაში მოტყუებით შეაღწიეს, რა დროსაც დანით ჯანმრთელობის დაზიანების და დასახიჩრების მუქარით ე.დ.-ს კუთვნილი თანხა, ოქროს ნივთები, მობილური ტელეფონი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ე. რ. და ე.გ. 2019 წლის 7 დეკემბრს ქ.რუსთავში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგითავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.რ. და ე.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ე.რ.-ს 8 წლით, ხოლო ე.გ.-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.