გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 3.1 პროცენტით შემცირდა, ცხვრების რაოდენობა კი გაიზარდა

27-05-2019

მიმდინარე წლის I კვარტლის ბოლოსათვის ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტით შემცირდა და 955.4 ათასი სული შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 454.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.3 პროცენტით ნაკლებია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.9 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მლნ. სულს მიაღწია. ღორის რაოდენობა 174.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 1.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობამ კი 8.0 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.