გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახეთი საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონულ ფორუმს უმასპინძლებს

27-05-2019

მიმდინარე წლის 30 მაისს, წინანდალში, სასტუმროში „რედისონ კოლექშენ“ კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი გაიმართება, რომელშიც 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით ტარდება. 

ფორუმის მიზანია პოტენციური ინვესტორებისთვის კახეთის რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. ამასთანავე, ფორუმის მონაწილეები საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზებზე იმსჯელებენ. 

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და სხვა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ფორუმის სამუშაო სესიებზე ყურადღება გამახვილდება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის პოტენციალი კახეთის რეგიონში, საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში. ბიზნესფორუმის ერთ-ერთი პანელი განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს მიეძღვნება.

კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონალური ფორუმი 2019 მიესალმება საერთაშორისო ინვესტორებს. ღონისძიება იქცევა პლატფორმად საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საინვესტიციო შესაძლებლობების და პარტნიორობის მოძიება რეგიონში. 
.