გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციამ წეროვანის დასახლება და საოკუპაციო ხაზი მოინახულა

27-05-2019

საქართველოში მყოფმა აშშ-ს კონგრესის თანამშრომლებმა წეროვანის დევნილთა დასახლება და სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა სტუმრებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი სახელმწიფო პროგრამები გააცნეს.

სოფელ ხურალეთში, კონგრესის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ ვითარებას გაეცნენ და მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ ადგილობრივს გაესაუბრნენ.

„საქართველოს პარლამენტის მოწვევით, ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით, საქართველოში ამერიკის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს, ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ამერიკელი სტუმრები წეროვანს და ხურვალეთს ეწვივნენ. საოკუპაციო ხაზთან კონგრესის თანამშრომლები არსებულ ვითარებას გაეცნენ, მათთვის საინტერესოა კონფლიქტის ისტორია, თუ რა პროცესებმა მიგვიყვანა ამ ვითარებამდე. ჩვენ ასევე მოვინახულეთ დევნილთა დასახლება და გავესაუბრეთ ახალგორის გამგებელს.

დღევანდელ დღე მთლიანად ეთმობა ოკუპაციის თემატიკას - რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის საკითხებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის მოწვევით საქართველოშიამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები იმყოფებიან. ამერიკელი სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეცნობიან.