გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამაზ მეჭიაურს მუნიციპალიტეტების მერებიდან ყველაზე ნაკლები ხელფასი ექნება

26-12-2017

საქართველოში მუნიციპალიტეტების მერებიდან ყველაზე დაბალი ხელფასი თიანეთის მერს თამაზ მეჭიაურს ექნება- თვეში 2500 ლარი. სხვა მუნიციპალიტეტებში მერის ხელფასის ოდენობა 2650 ლარიდან 2750 ლარამდეა.

თიანეთის საკრებულოს მიერ 2017 წლის 22 დეკემბერს დამტკიცებული საშტატო ნუსხისა და სარგოს ოდენობების თანახმად, მუნიციპალიტეტის მერის ყოველთვიური ანაზღაურება 2500 ლარით განისაზღვრა.

თიანეთში გამგებლის ხელფასი 2012 წლის 19 ოქტომბრიდან 2650 ლარამდე იყო გაზრდილი, თუმცა 2013 წლის 1 იანვრიდან 2500 ლარით განისაზღვრა და ეს რაოდენობა დღემდე აღარ შეცვლილა. 

აღსანიშნავია, რომ ასევე 2500 ლარი იყო დედოფლისწყაროს ჯერ გამგებლის, შემდეგ კი მერის ხელფასი, თუმცა, საკრებულოს ახალი გადაწყვეტილების შესაბამისად, იგი 2018 წლის 1 იანვრიდან 2650 ლარი გახდება. 

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, უმეტეს შემთხვევაში მერის ხელფასი თვეში 2650 ლარს შეადგენს, ხოლო თვითმმართველ ქალაქებში - 2750 ლარს. გამონაკლისია ქალაქი თბილისი, სადაც მერის ყოველთვიური გასამრჯელო 3180 ლარია.

წყარო: reginfo.ge

http://www.reginfo.ge/people/item/4417-tamaz-mechiaurs-munizipalitetebis-merebidan-ybvelaze-naklebi-xelpasi-eqneba