გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე შსს-მ საქმე აღძრა

28-05-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“, „კარწახი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საბერძნეთის, თურქეთის, პოლონეთის, ირანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (279 აბი) და ფსიქორტოპული (190 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.


ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და გამოძიება სსკ-ის 260-ე, 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.