გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამოუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

28-05-2019

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს.


საპროექტო ორგანიზაციამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მიმართულების 4 ვარიანტი წარუდგინა. წარმოდგენილი ვარიანტებიდან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურმა საბჭომ, 1 ვარიანტს მიანიჭა უპირატესობა. საპროქტო ორგანიზაცია, შერჩეულ საუკეთესო მიმართულებაზე გააგრძელებს დამატებითი კვლევა-ძიების სამუშაოებს დეტალური პროექტის წარმოსადგენად.


დეტალური პროექტირებისთვის მიმართულების შერჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია. შერჩეულ მიმართულებაზე დეტალური გეოლოგიური სამუშაოები დაიწყება, მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტები.


ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს. „სმექმა“ პროექტირება ოქტომბერში უნდა დაასრულოს.


პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ ლარს შედგენს.


ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა ნავსადგურის ოპერირების დაწყებამდე დასრულდება.