გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების სანაცვლოდ „ინტერრაო“ კომპენსაციას მიიღებს

26-12-2017

რუსეთის სახელმწიფო ჰოლდინგი „ინტერრაოს“ აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ, ბიუჯეტიდან 772 მილიონი რუბლი დაერიცხება. შესაბამის დადგენილებას ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი. 

ენგურჰესის გაჩერებასთან დაკავშირებით „ინტერრაომ“ აფხაზეთს ელექტროენერგია 2016 წლის თებერვალ - მარტში და 2017 წლის აპრილში მიაწოდა.

აფხაზი ენერგეტიკოსები თვლიან, რომ მაგისტრალური და მაღალის ძაბვის ხაზებზე დატვირთვის ყოველწლიურად ზრდის გამო აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის საკმარისი რაოდენობის მიწოდება გართულდება.

კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის ასლან ბასარიას განცხადებით აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 9% - ით იზრდება. ზამთრის პერიოდში ჰიდროგენერაციის გამომუშავება კი მინიმალურია, ამიტომ, ენგურჰესიდან მოწოდებული ელქტროენერგია სამყოფი არ იქნება.

"იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ელექტროენერგიას რუსეთი მოგვაწვდის, ამ თვის 15 რიცხვიდან ანგურჰესი შეჩერდება, ხოლო, სამ კვირაში, ჩვენი გენერაცია ჩაირთვება, თუმცა, წყლის რაოდენობა მაინც არ არის საკმარისი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ახლა რუსეთთან ვთხოვთ, რომ 2 თვის განმავლობაში მათგან გადმოვქაჩოთ ელექტროენერგია", - განაცხადა მან მიმიდინარე წლის თებერვალში. 

აფხაზურმა, რუსულმა და ქართულმა მხარებმა მინსკში გამართულ შეხვედრაზე ენგურჰესში სარემონტო სამუშაოების პერიოდში, რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდებაზე იმსჯელეს. მოლაპარაკებების შედეგების მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად რუსეთი აფხაზეთს 350 - დან 500 მილიონამდე რუბლის ოდენობის ელექტროენერგიას მიაწვდიდა.

ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ მაშინ განაცხადა, რომ „ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის იმპორტს არ განახორციელებს, ან მის მოხმარებას არ შეზღუდავს, აფხაზეთი, შესაძლოა, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს“.

ენგურჰესის ობიექტების ფუნქციონირების საკითხებს აფხაზური და ქართული მხარეები ერთობლივად და შეთანხმებულად ახორციელებენ. 1992 წელს მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 60%-ს საქართველო მოიხმარს, 40%-ს - აფხაზეთი.

წყარო: რადიო "ათინათი"