გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანზორ მელია 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად ზუგდიდში ჩავიდა

26-12-2017

„2012 წელს არჩევნებში ხმა „ქართულ ოცნებას“ მივეცი, რის გამოც ჩემსა და ნიკას შორის ძალიან დიდი უთანხმოება იყო“ - ამის შესახებ პარლამენტარ ნიკა მელიას მამამ, კლინიკა „გულის“ მფლობელმა, პროფესორმა ანზორ მელიამ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის  ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად ზუგდიდშიც ჩავიდა, როდესაც ყოფილი პრემიერმინისტრი წინასაარჩევნოდ ხალხთან შესახვედრად გაემგზავრა.

„როცა ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში ჩაბრძანდა, მე, ზუგდიდელმა კაცმა, რომელსაც ზუგდიდში კლინიკა მაქვს, ვერ დავუშვი, რომ იმ დღეს ზუგდიდში არ ვყოფილიყავი. ჩავედი და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს შორის დავდექი, რადგან ამ კაცის მჯეროდა. სწორედ მაშინ მითხრა ნიკამ - ასე მოიქცევიან, ასე იზამენ, ამას გააკეთებენ, ტყუილად ნუ გაქვს იმედიო! სამწუხაროდ, ყველაფერი ისე ამიხდა, როგორც ჩემმა შვილმა მითხრა!“ - განაცხადა ანზორ მელიამ. 

წყარო: sazogadoeba.ge