გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა

30-05-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ფერმერების შეკითხვებს უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობის და საჭიროების შესახებ.

საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, ყურადღება დარგობრივი განათლების მნიშვნელობაზე, სერვისების გაუმჯობესებასა და საგრანტო დახმარებების საჭიროებაზე გამახვილდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობი პროექტების შესახებ და ახალგაზრდა ფერმერებს არსებულ პროექტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ასოციაციებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ და ფერმერთა ასოციაციას აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე და მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ესწრებოდნენ.