გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ნათია თურნავა: ანაკლიის პროექტი „განწირულია“ წარმატებისთვის

30-05-2019

"ჩვენ ვავითარებთ ჩვენს პრიორიტეტულ, სტრატეგიულ პროექტს ანაკლიის პროექტს, რომელსაც აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია მსგავსი მხარდაჭერა" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კახეთის საერთაშორისო რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ნათია თურნავამ ფორუმზე ვრცალდ ისაუბრა ქვეყანაში ლოგისტიკის სფეროს განვითარების მნიშვნელობაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა.

"უკვე განვამტკიცეთ ჩვენი როლი როგორც აბრეშუმის გზის ფარგლებში, ასევე ზოგადად ევრაზიული ხიდის როლს ვასრულებთ. არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია ანაკლიის პროექტის მსგავსი მხარდაჭერა - ეს არის 300 მილიონიანი ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში, ეს არის გზები, რკინიგზა. ჩვენი კეთილი ნება იყო, რომ 70 მილიონამდე გაიხარჯა მიწის გამოსყიდვაზე და ეს არის ჩვენი კონტრიბუცია" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა ამ პროექტში 100 მილიონ დოლარზე მეტი თანაინვესტირებაა.

"ასეთ პირობებში ეს პროექტი „განწირულია“ წარმატებისთვის და მხოლოდ ერთი რამ გვაკლია, რომ კერძო ინვესტორმა დროულად შეასრულოს თავისი ვალდებულება. თუმცა, ასეთი მხარდაჭერის პირობებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მარტივია და ასე უნდა მოხდეს"  - აღნიშნა ნათია თურნავამ.