გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისები შესრულდება

30-05-2019

ესტონური ავიაკომპანია „SmartLynx Airlines“ ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რეისები 27 ივნისს, 4 ივლისს, 11 ივლისსა და 18 ივლისს, Airbus A320-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება და საქართველოში ესტონელი ტურისტების ჩამოყვანაზე იქნება ორიენტირებული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ესტონურ ავიაკომპანიაზე 29 მაისს გაიცა.