გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გარდაბანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

30-05-2019

გარდაბანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ლემშვენიერაში დილიდან მუშაობს მძიმე ტექნიკა და წვიმისგან ჩამოტანილი ქვა-ღორღი გააქვს, ასევე პარალელურ რეჟიმში მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისიაც.


კომისიამ 39 ოჯახის ზარალი უკვე აღწერა.


გარდაბნის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის განმარტებით, სოფელში ტექნიკა იქამდე იმუშავებს, ვიდრე სრული გაწმენდა არ მოხდება. ხვალიდან კი, ზარალის დამთვლელი კომისიის წევრები შეიკრიბებიან და თითოეული ოჯახის საკითხი დეტალურად იქნება განხილული, რის შემდეგაც მათ კონპენსაციები გადაეცემათ.


ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო მიწები მთლიანად გაუნადგურა, დაიხოცა მსხვილფეხა პირუტყვი, წყალმა სახლებშიც შეაღწია.



1tv.ge