30-05-2019
საგაზაფხულო სამხედრო სავალდებულო გაწვევაზე „გირჩის მოწმობა“ გორის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის სამსახურში 130 წვევამდელმა წარადგინა, შესაბამისად ისინი ჯარში აღარ გაიწვიეს.
სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსის, ვალერი რევაზიშვილის განცხადებით, წელს იმ წვევამდელების რიცხვი, რომლებმაც ე.წ. „გირჩის მოწმობები“ წარადგინეს, საგრძნობლად გაიზარდა.
ხაშურში 630 წვევამდელიდან 47-მა ახალგაზრდამ ,,გირჩის მოწმობა" წარადგინა. ამის გამო, რელიგიური ორგანიზაციის წევრები სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლდნენ.
გასულ წელს, გირჩის „ბიბლიური თავისუფლების“ გამო, საგაზაფხული გაწვევის დროს, 245წვევამდელი ვერ გაიწვიეს.
იგივე მოტივით ერთ წელიწადში სავალდებულო სამსახურს 4 ათასმა წვევამდელმა აარიდა თავი.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა რელიგიური ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება 2017 წლის 21 აპრილს დააფუძნა.
ორგანიზაციის მიერ გაცემული მოწმობის წარდგენის შემდეგ არც ერთ მღვდელმსახურს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.