გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა

30-05-2019

სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა. 2 ავტომობილი ასპინძის, 2 - ახალქალაქის, ხოლო 1 - ნინოწმინდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში განაწილდება.


საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ავტოპარკის სამედიცინო ეკიპირება მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილს პირადად გააცნო.


„ევროსტანდარტების მიხედვით, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეც-მანქანებით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი. ავტოტრანსპორტი ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული და მისი საშუალებით, სამედიცინო დახმარების მიწოდება ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი, შეუფერხებლად განხორციელდება" - ნათქვამია ინფორმაციაში.


ოთხი სპეც-მანქანა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ, ხოლო ერთი - ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა.


მანქანების განაწილება რეგიონში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.



ipn.ge