გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში ორ წერტილში აზოტის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა

31-05-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეთხუთმეტე ეტაპი დაასრულა.


ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კვლევები მიმდინარე წელს საქართველოს 25 ქალაქში ჩატარდა, კვლევების ფარგლებში განისაზღვრა აზოტის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის შემცველობა.


კვლევების შედეგად აზოტის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში 11 წერტილში, ბათუმში 2 წერტილში, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურისა და რუსთავის თითო-თითო წერტილში.


რაც შეეხება ოზონის და ბენზოლის შემცველობას, ნორმაზე გადაჭარბება არც ერთ წერტილში არ დაფიქსირებულა.


გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაძლიერება და ჰაერის დაბინძურების წყაროების დადგენა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა მონიტორინგის ქსელის გაფართოებაზე.


ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 120 ინდიკატორული გაზომვა განხორციელდა. კვლევები მიმდინარე წელს კვლავ გაგრძელდება.