გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზუგდიდის მერიამ ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრები გამარტივებული წესით შეისყიდა

26-12-2017

ააიპ თვითმმართველ თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საახალწლო საჩუქრებს გამარტივებული ტენდერით შეისყიდა. აიპი-მ ხელშეკურლება "ბ.თ.ბ"-სთან გააფორმა.

მერიაში განმარტავენ, რომ შესყიდვების სააგენტოს გამარტივებულის წესით შესყიდვაზე მას შემდეგ მიმართეს, რაც მათ მიერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

„აღნიშნული მომსახურების შესყიდვაზე მომწოდებელთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მერიაში.

შესიდვების სააგენტოს ვეგ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, შექმნილი ვითარებიდან გამარტივებული შესყიდვის საფუძველი „გადაუდებელი აუცილებლობა“ გახდა.

სააგენტოს შეფასებით, შესყიდვის განუხორციელებლობის შემთხვევაში, 2 056 საბავშვო ბაღის აღსაზრდელი დარჩება საახალწლო საჩუქრის გარეშე. შესაბამისად, სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვითარების აღმოსაფხვრელად საჭირო მოცულობის შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

რადიო „ათინათის“ კითხვაზე, მიიღებენ თუ არა საახალწლო ტკბილეულს იმ ბაღების აღსაზრდელები, სადაც ზეიმი უკვე შედგა, მერიაში პასუხობენ, რომ მათ საჩუქრებს საკუთარ სახლებში მიუტანენ.