გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

1-06-2019

ბავშვთა დაცვის დღე 1950 წლიდან ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს თითქმის ყველა

ქვეყანაში აღინიშნება.

მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას საქართველოც უერთდება და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სხვადასსხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.

12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმიმიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,ირაკლი კობახიძე მიმართავს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სამინისტროს სისტემაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის უფასო იქნება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესხატვის ფესტივალით აღნიშნავს.

15:00 საათზე, ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ქუჩის მხატვრობის (street art) ფესტივალს და ეროვნული გალერეის სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას გალერეის ეზოში, ღია ცის ქვეშ.