გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოკუპირებული ცხინვალი რუსეთს დახმარებას სთხოვს

26-12-2017

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი რუსეთს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვის თხოვნით მიმართავს.

ამის შესახებ Sputnik-Оссетия-ს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ერიკ ფუხაევმა განუცხადა.


მისი თქმით, საჭიროა ძომაგის ხეობის სიღრმეში შესვლა, რომ დადგინდეს დაზიანების ხარისხი, ხეობაში მოძრაობა კი, დიდთოვლობის გამო, გართულებულია.


„ბევრი წყვეტაა, რადგან უხვი თოვლი მოვიდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ადგილის გამოსაკვლევად ვერტმფრენის გამოგზავნა ვთხოვეთ“, - განაცხადა ფუხაევმა.


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი მესამე დღეა, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის მიზეზი დიდთოვლობაა, რომელმაც ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.


ე.წ. სამხრეთ ოსეთს ელექტროენერგიით მთლიანად რუსეთი ამარაგებს.



რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია მოახდინა. მოგვიანებით მოსკოვმა ეს რეგიონები დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოაცხადა. კრემლი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

წყარო: "პია"