გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

1-06-2019

ბათუმის საქალაქო სასამართლო დაკავებული მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე 14:00 საათიდან მსჯელობს.

პროკურატურა შვიდივე დაკავებულის აღკვეთ ღონისძიებად დაკავებას, ხოლო დაცვის მხარე მათ გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვს.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობის გამოყენებას. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავეთანხმებით და ვიშუამდგომლებთ სასამართლოს წინაშე აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით.

საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია და, ბუნებრივია, გავლენას მასზე ვერავინ ვერ მოახდენს, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე არ იღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, გათვალისწინებული უნდა იყოს პიროვნული თვისებებიც და ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, როცა დადებითად ხასიათდებიან ეს ადამიანები" - განაცხადა დაცვის მხარის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ.

გუშინ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს.

სულ დაკავებულია 7 პირი: ბათუმის ყოფილი მერი, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ბათუმის ვიცე-მერი, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი, ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი.