26-12-2017
საახალწლო სამზადისი გორის მერიამ თითქმის დაასრულა. კულტურის სამსახურის თანამშრომლები ღონისძიებების გრაფიკზე უკვე მუშაობენ.
როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს, 31 დეკემბერს, მთავარ მოედანზე იმღერებენ:
მაკა სირბილაძე, გიორგი მოციქულაშვილი, თიკო ჭულუხაძე, თაკო ოქროპირიძე, ბესო ნემსაძე, მელანო ფისაძე, ხატია ხუციძე, ემზარ იორამაშვილი, თამარ მურადაშვილი, გიორგი ნადიბაიძე და ანსამბლი მაჩაბელა.
გარდა ამისა, მერია 28-29-30 დეკემბრის ღონისძიებებისთვისაც ემზადება.