3-06-2019
ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკრძალში უმასპინძლა საქველმოქმედო ფონდი ,,იალქანი“-ს ბენეფიციარებს. მოსწავლეებმა
✓ დაათვალიერეს, საგანმანათლებლო გაკვეთილებზე მოსწავლეების მიერ დამზადებული რომაული მოზაიკებისა და ქართული ორნამენტების გამოყენებით მოხატული ქოლგების გამოფენა.
✓ მიიღეს მონაწილეობა საბავშვო იმიტირებულ არქეოლოგიურ ველზე „ოქროს განძის“ აღმოჩენაში;
✓დაამზადეს თიხით სამუზეუმო ნივთების ასლები;
✓მონაწილეობა მიიღეს საგანამანათლებლო ვიქტორინაში;
✓ ჩაერთვნენ სახალისო თამაშებში: ტომრებით სირბილი,ბაგირის გადაწევა და ა.შ.
საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში ჩართვა სასკოლო ასაკის ბავშვებს მთელი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.