გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეროვნულ კინოცენტრში ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის სიახლეებისა და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

4-06-2019

5 ივნისს, 13:30 საათზე, ეროვნულ კინოცენტრში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა #4) მედიის და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის სიახლეებისა და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.


პრესკონფერენციას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი – ნანა დოლიძე, ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე და ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი დაესწრებიან.


პროგრამის პრეზენტაციის გარდა პრესკონფერენციაზე საუბარი იქნება ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაზე, კინოჩვენებების ლოკაციებზე და ინდუსტრიული პლატფორმის (“ალტერნატიული ტალღა”) ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფების შესახებ.


ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი 2006 წელს დაარსდა.


იგი წელს ბათუმში 15-22 სექტემბერს ჩატარდება.


კინოფესტივალის ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ხოლო ოფიციალური პარტნიორი – ქალაქ ბათუმის მერია. მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი და იტალიის საელჩო.


კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ და სოციალური მედიის გვერდების მეშვეობით: http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;


დამატებითი ინფორმაცია: info@biaff.org;