გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის მერია ქუჩებისა და ტროტუარების შეკეთებისთვის 639 628 ლარს გადაიხდის

26-12-2017

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული 639628 ლარიანი ტენდერი, ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების ა/ბეტონით და ბეტონით მიმდინარე „ორმოული“ შეკეთების სამუშაოების შესრულებას გულისხმობს.
ტენდერით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისაგან შედგენილი ინსპექტირების ჯგუფის წევრების დავალების შესაბამისად შეასრულოს.
შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, საგარანტიო ვადა არ მოითხოვება. მიმწოდებელი კი ვალდებულია ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ბეტონით გზის საფარის ან ორმოული შეკეთების სამუშაოები, რომლის მოცულობა მიმდინარე წლის და ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უნდა იყოს სატენდერო თანხის 120%-ზე ნაკლები.
წინადადების მიღება 4 იანვარს დაიწყება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
 
ქუჩების სავალი ნაწილისა და ტროტუარების შეკეთება 2018 წლის 31 ივლისამდე უნდა დასრულდეს.
წყარო:newpress