პარასკევი, ივნისი 20, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
მეჯვრისხევის საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა

4-06-2019

გორის მუნიციპალიტეტის მეჯვრისხევის საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა.


საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი აცხადებს, რომ შენობა სრულ განადგურებას გადარჩა:


,,სადენებიდან ღამის საათებში გაჩენილა ცეცხლი. როგორც მითხრეს, დაზიანებული ყოფილა სადენი და ცეცხლი ამ სადენს გაყოლია. დამწვარია მხოლოდ სამზარეულო, რომელის ფუნქციონირება ამჟამად შეუძლებელია. ვიდრე საზმრეულო არ გაკეთდება, საბავშვო ბაღში მუშაობა ვერ აღდგება. შემიძლია გითხრათ, რომ გადავრჩით", - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.


მეჯვრისხევის საბავშვო ბაღი კერძო სახლშია განთავსებული. იქ 100-მდე ბავშვი დადის.





https://www.qartli.ge