4-06-2019
7 ივნისს, 12:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს სთავაზობს საცდელ ტესტირებაში მონაწილეობას.
ტესტირება ჩატარდება წინა წლებში გამოყენებული ზოგადი უნარების საგამოცდო დავალებებით შედგენილი 80-ქულიანი ტესტით.
მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს შეუძლიათ ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან.
ამისათვის მოსწავლე 7 ივნისს 12:00 საათზე უნდა შევიდეს ვებგვერდზე: exam.naec.ge, სადაც საგანგებოდ მოცემულ უჯრებში დარეგისტრირდება და შემდეგ დაიწყებს დავალებების სწორი პასუხების მონიშვნას.
ტესტირების შედეგი დამთავრებისთანავე გამოჩნდება ეკრანზე.
პროცესი სულ 3 საათი გაგრძელდება. 15:00 საათის შემდეგ სისტემაში შესვლა შეუძლებელია.
ზოგადი უნარების ტესტზე ელექტრონულად მუშაობის გამოცდილება, სავარაუდოდ, მოსწავლეებს მომავალ წლებში გამოადგებათ.