გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზურაბ ნასარია: სახელმწიფოს მიზანია, ბახმარო 4-სეზონიან კურორტად გადაიქცეს

4-06-2019

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას განცხადებით, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ “გურიის რწმუნებულის აპარატი მოლაპარაკებების პროცესში კომპანია “ორბთან” და სხვა ნებისმიერ ინვესტორთან ჩართული არ არის” სიმართლეს არ შეესაბამება.

"აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვამდე, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს სააგენტოსგან ეცნობა კურორტ ბახმაროში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, მათ შორის სასტუმროების, კვების ობიექტების, სპორტული მოედნების და სხვა კურორტის განვითარებისთვის საჭირო ობიექტების მოსაწყობად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთბის საპრივატიზებოდ მომზადების შესახებ. სასიხარულოა, რომ აღნიშნული კომპანია ბახმაროში 50 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მივესალმებით „ორბი ჯგუფის“ სურვილს, ბახმაროში თანამედროვე სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენოს. სახელმწიფოს და აღნიშნული კომპანიის მიზანია, ბახმარო 4-სეზონიან კურორტად გადაიქცეს. შეიქმნას თანამედროვე, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა, რაც საშუალებას მოგვცემს, ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიზიდოთ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბახმაროს ნებისმიერი მშენებლობა ხორციელდება მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ფარგლებში, რომლითაც ბახმაროში მაღალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა აკრძალულია.

მოხარულები ვართ, რომ ამდრომდე მსგავსი მასშტაბის პროექტი ბახმაროში არ განხორციელებულა და ეს არის პირველი პრეცედენტი"-აცხადებენ გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში.