გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სენაკში საბავშვო ბაღში 'ოცნება" სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

5-06-2019

პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს, საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) წარმომადგენლებს და დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერს მზევი ჯოჯუას შეხვდნენ.


პროექტი, რომელსაც გერმანიის მთავრობა აფინანსებს და ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს, დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს.


საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის მომავალ თანამშრომლობას და ერთობლივად განსახორციელებელ უმნიშვნელოვანეს პროექტებს შეეხო, რომლის ფარგლებშიც, უახლოეს პერიოდში საბავშვო ბაღში ,,ოცნება“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და მალე პატარები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში აღიზრდებიან.


ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და შპს ,,გასკო+’’-ის მენეჯერ დიმიტრი პაჭკორიასთან ერთად სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მათთვის აქტუალურ საკითხებზე - გაზიფიკაციის, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, ყოფით პრობლემებზე - ესაუბრა.