გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გუდაურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

5-06-2019

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტურისტულ ზონებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.


გუდაურში, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება.


შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და ჩინური კომპანია ,,China Nuclear 23” -ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლუ კემ მოაწერეს.


პროექტი ითვალისწინებს წყალარინების ხუთი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასა დ შემდგომ მის ექსპლუატაციაში გაშვებას.


თანამედროვე ტიპის ობიექტები მინიმუმამდე დაიყვანს რეგიონში ეკოლოგური დაბინძურების საფრთხეს და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.


ტურისტულ ზონაში გამწმენდი ნაგებობების ამოქმედება ხელს შეუწყობს ადგილობრივებისა და იქ ჩასული დამსვენებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.


სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია ,,China Nuclear 23” შეასრულებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი 22 000 000 ლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის დასაწყისში არის დაგეგმილი.


გუდაურში წელს დაიწყო წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა, პროექტს აზიის განვითარების ბანკი 26,157,302.08 ლარით აფინანსებს და მისი დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.


სამუშაოების ფარგლებში აშენდება ახალი რეზერვუარი, მოეწყობა ჭაბურღილები, ასევე 34 კმ-მდე საკანალიზაციო და 3 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი.


გარდა ამისა, დამონტაჟდება თანამედროვე ობიექტების მართვის ელექტრონული სისტემა (SCADA), რომელიც უზრუნველყოფს წყალმომარაგების ოპერირების გამართულ მუშაობას. გუდაურში ასევე მიმდინარებს ხელოვნური რეზერვუარის წყლის შემვსები სამუშაოები.