გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოფელ დუისში დღეს სახალხო კრება შედგება

27-12-2017

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის ცენტრში დღეს, 14:00 საათზე სახალხო კრება გაიმართება, რომელზეც ხეობაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ. შეკრებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხეობის უხუცესები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კრების მონაწილეები, სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ. პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილ ახალგაზრდას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში​ რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. თემირლან მაჩალიკაშვილსა და კიდევ 4 პირს სუს-ი აჰმედ ჩატაევთან კავშირს და ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავება.

წყარო: newposts