გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზუგდიდში საპენსიო ასაკის 93 პედაგოგი სკოლას ტოვებს

5-06-2019

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, კახაბერ ფარცვანიას განცხადებით, ზუგდიდში საპენსიო ასაკის 230-მდე პრაქტიკოსი პედაგოგიდან 93-მა საქმიანობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა და ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა, დანარჩენი კი გამოცდაზე დარეგისტრირდა.


განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ისინი ჯილდოს სახით, ორი წლის ჯამურ ხელფასს სექტემბერში ერთდროულად მიიღებენ.


"სულ 51 სკოლაა. საპენსიო ასაკის დაახლოებით 230 პრაქტიკოსი მასწავლებელია. დღევანდელი მონაცემებით, 93-მა გამოთქვა სურვილი ჯილდოს მიღებაზე, დანარჩენი დარეგისტრირდა გამოცდაზე", - აღნიშნა ფარცვანიამ.


რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან, უფროსი წამყვანი, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციის წევრებს შრომითი ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდებათ.







https://imedinews.ge/ge/