გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის სამშობიარო სახლის მედიკოსები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

5-06-2019

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლის ექიმები, საავადმყოფოს ყოფილ დირექტორს კლინიკის მიზანმიმართულ გაკოტრებაში ადანაშაულებენ.


აღსანიშნავია, რომ სამშობიარო სახლის მედიკოსები ამავე კლინიკის აქციონერებიც არიან.


ექიმებმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამაცხადეს, რომ ორი თვის წინ სამშობიაროს 88 თანამშრომელმა ახალი დირექტორი აირჩია, თუმცა მას ამ დრომდე მუშაობის საშუალება არ ეძლევა, რადგან ყოფილ დირექტორს ჯუმბერ უნგიაძეს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, რომელშიც არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვ ქვეშ აყენებს.


"კლინიკას ამ დრომდე მისი მინდობილი პირი მართავს. მათ სასამართლოსაც მიმართეს. ჩვენ მარტო ექიმები არ ვართ, ვართ პარტნიორები. ხდება კლინიკის გაკოტრება, სამშობიარო სახლის მუშაობის პროცესი ჩამოშალეს, ხელფასებიც იანვრიდან არ აგვიღია. პაციენტები გვეკითხებიან დაიხურეთო?!"- განაცხადა ლია კვაჭაძემ.


მედპერსონალი ეკონიმიკის სამინისტროს და ფინანსთა პოლიციას საკითხით დაინტერესებას სთხოვს.


ბრალდებას ჯუმბერ უნგიაძე უაყოფს. მისი თქმით, ბოლო ორი წელია სამშობიარო სახლთან შეხება არ აქვს.


"როგორ ვაკოტრებ მე, იქ საერთოდ არ ვარ?! ახლა სულ სხვა "შეპესეა", რომელსაც სახელმწიფომ გაუფორმა კონტრაქტი და ქვია მრავალპროფილური სამშობიარო სახლი. არანაირი კავშირი არ მაქვს. თუ ვიღაცამ ვინმე აირჩია მე არ ვარ წინააღმდეგი. დარეგისტრირდეს ოფიციალურად და გახდეს დირექტორი.


მე ვარ ძველი სამშობიარო სახლის დირექტორი. სულ 6 თვე ვიყავი კლინკაში, თავიდან ამიტალახეს, ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდეს და 1 800 000 ვალი მთხოვეს. ხელფასიც არ ამიღია",- განაცხადა უნგიაძემ.




https://pia.ge/