გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სტიქიით დაზარალებული ფერმერებისთვის USAID 1 მლნ დოლარს გამოყოფს

6-06-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის პროექტს „ზრდა საქართვლოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, USAID-ის პროექტის „ზრდა საქართვლოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოაწერეს.


მემორანდუმის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, რომელიც სეტყვის შედეგად დაზარალდა, დახმარებას მიიღებს.


„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას მყისიერი თანადგომისთვის. ჩვენ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. შიდა ქართლში ძლიერი სეტყვის შედეგად საგანგებო ვითარება შეიქმნა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლობის მხარდაჭერა ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა აშშ-ის მთავრობის მხრიდან; საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა“ ფარგლებში, გორისა და ქარელის მოსახელობა ფინანსურ დახმარებას მიიღებს საარსებო წყაროს უზრუნველსაყოფად. მათ საშუალება მიეცემათ განაახლონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ეს არის ქართული და ამერიკული მხარეების მიერ შექმნილი სწრაფი რეაგირების პროექტი, რომლითაც ჩვენს ხალხს მიზნობრივ დახმარებას გავუწევთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.


„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა დავეხმაროთ ქართველ ფერმერებს კრიტიკული ზარალის ანაზღაურებაში. ჩვენი მხარდაჭერის ბიუჯეტი 1 მლნ დოლარია. დახმარების ფარგლებში, ასევე შესაძლებელი იქნება ფერმერებისთვის ტექნიკის შეძენა, რაც მათ მომავალში საქმიანობას გაუადვილებს. ვფიქრობ, ეს არის ქვეყნებს შორის საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითი“, - განაცხადა USAID მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა.
შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა USAID მისიის ხელმძღვანელს საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების გაწევისათვის და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობაში მხარდაჭერა, ნათლად წარმოაჩენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას.


პიტერ ვიბლერს მხარდაჭერისა და მყისიერი რეაგირებისთვის მადლობა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმაც გადაუხადა.


აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ძლიერი სეტყვის შედეგად, შიდა ქართლის სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა. მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების დაზიანებული ფართობი 10 000 ჰექტრამდეა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს.


USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა, არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.