7-06-2019
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთმა მანქანამ ზებრა გადასასვლელზე ქვეითად მოსიარულე მოქალაქეებს გზა დაუთმო, ამ დროს მას უკან ძლიერი სიჩქარით მომავალი ავტომობილი დაეჯახა.
ავტომობილი დარტყმის შედეგად გამყოფ ზოლს შეეჯახა და საპირისპირო მხარეს გადავიდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება არ დაწყებულა.
ადმინისტრაციული მოკვლევის შედეგად სამართალდამრღვევი მძღოლი დაჯარიმდება.