გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო თუშეთში მოგზაურობის მსურველებს აფრთხილებს

7-06-2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო თუშეთში მოგზაურობის მსურველებს აფრთხილებს, რომ საავტომობილო გზის გახსნამდე, ფეხით, ან ცხენით, თავი შეიკავონ ტერიტორიაზე სტუმრობისგან.


10 მაისს, უხვი ნალექების შედეგად, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო, რის გამოც, მე-9 კილომეტრიდან 72-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.


ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურ სამუშაობეს ატარებს გზის გაწმენდისა და აღდგენის მიმართულებით, რათა უმოკლეს ვადებში შესაძლებელი გახდეს თუშეთის მიმართულებით უსაფრთხო გადაადგილება.