გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება 13 ივნისიდან დაიწყება

8-06-2019

2019-2020 სასწავლო წლისათვის, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე დღიდან, 13 ივნისიდან კი მოსწავლის მშობელმა ან მეურვემ შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.


დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი და დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.


რაც შეეხება წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას:


როგორც სამინისტრო განმარტავს, რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:


1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები


მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;


დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;




imedinews.ge