გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დღეს გაირკვევა შეძლებს თუ არა ბათუმი ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მოპოვებას

8-06-2019

რამდენიმე საათში გაირკვევა შეძლებს თუ არა ბათუმი ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მოპოვებას.


„World Travel Awards​“-ის ჯილდოზე ბათუმი პირველადაა წარდგენილი. მისი კონკურენტები არიან ქალაქები: სოფია, მატერა, ბაქო , ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარი და დერი.


ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 28 აპრილის ჩათვლით ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო.


„World Travel Awards​“-ის დაჯილდოების ცერემონია პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე 23 საათზე დაიწყება.


ცერემონიაზე, რომელიც მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში ექცევა, საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებსა და ქვეყნებს დაასახელებენ.


World Travel Awards​-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული.


პორტუგალიაში იმყოფება აჭარის სამთავრობო დელეგაცია.



ajaratv.ge