9-06-2019
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც უკრაინა გმობს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს.
განცხადების მიხედვით, უკრაინის საგარეო უწყება არ ცნობს 2019 წლის 9 ივნისის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
უკრაინა ამ ნაბიჯს რუსეთის მორიგ მცდელობად მიიჩნევს, რომელიც ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაციის ლეგიტიმაციისკენაა მიმართული.
უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ მშვიდობიან ნაბიჯებს, რომელთა მიზანიც ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის აღდგენაა.