გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზუგდიდის მერის უფლებამოსილება პროტესტის ფონზე ცნეს

10-06-2019

"ძალად არჩეული მერი", "მირანდა, საოლქო ბიძინას ბუტკა გგონია", "გია დანელია, შენ ხარ ზუგდიდის სირცხვილი", "გეგა, შენს ვალს ზუგდიდი არ გადაიხდის", - ამ ტრანსფარანტების ფონზე ცნეს საკრებულოში ზუგდიდის ახლად არჩეული მერის, გიორგი შენგელიას უფლებამოსილება. მდუმარე აქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გამართეს.


შენგელია მერის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება. N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 30 მაისს შეაჯამა.


გიორგი შენგელიამ 30 487 ხმა მიიღო.


ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გაიმარჯვა (54.18%). 


ამავე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს ხმათა 42.48% აქვს.




https://imedinews.ge/ge/