გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რიონში გადაშენების პირას მყოფი ზუთხი აღმოაჩინეს

11-06-2019

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა – ეკოლოგმა თამარ ედიშერაშვილმა (ხელმძღვანელი ბელა ჯაფოშვილი) და გენეტიკოსმა ქეთევან ჯანაშვილმა (ხელმძღვანელი კორტ ანდერსონი), დოქტორანტმა თამარ ბერიძემ (ხელმძღვანელი კორტ ანდერსონი) მდინარე რიონში გადაშენების პირას მყოფი მინიატურული ზომის ვარსკვლავისებური ზუთხი აღმოაჩინეს.


გოგონები სრული დატვირთვით არიან ჩართულები ორგანიზაციის Fauna & Flora International (FFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტში, რომლის მიზანი ერთ დროს ევროპის უდიდეს მდინარეებში ფართოდ გავრცელებული, ამჟამად კი უკანონო თევზჭერისა და ვაჭრობის გამო კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხის პოპულაციის დაცვაა.


მთელ კონტინენტზე შემორჩენილი ზუთხის 3 პოპულაციიდან ერთ-ერთი სწორედ საქართველოში, მდინარე რიონში, ბინადრობს, ამიტომ 2018 წლიდან FFI-მ გლობალური მნიშვნელობის ზუთხის პოპულაციის დაცვის მიზნით მდინარე რიონზეც დაიწყო საცდელი პროექტი.


სტუდენტებმა პროექტში ჩართვამდე შვედეთის Postcode Foundation-ის მხარდაჭერით ავსტრიასა და რუმინეთში სპეციალური ტრენინგები გაიარეს და ამჟამად საჭირო უნარ-ჩვევებითა და სათევზაო მოწყობილობებით აღჭურვილები გადაუდებელ საველე და გენეტიკურ კვლევებს მშობლიურ რიონზე აწარმოებენ. კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ვარსკვლავისებური ლიფსიტაც რიონში აღმოაჩინეს, მისი რიცხოვნობის შემცირების შესაჩერებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო მონაცემები შეაგროვეს, შემდეგ კი უვნებლად დააბრუნეს მდინარეში.




https://www.doctrina.ge/