11-06-2019
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე.
ერთმანეთს მერსედესის მარკის ავტომობილი და დისტრიბუციის მიკროავტობუსი დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცონო დახმარების 3 და საპატრულო პოლიციის 4 ეკიპაჟი.
დაშავებულები კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.