10-11-2017
ქუთაისის მერიამ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს სასურსათო ნობათებს გადასცემს.
ამ მიზნით ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 9 ნოემბერს 60 000 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170014328) გამოაცხადა, სადაც განაცხადების მიღება 17- ნოემბრიდან დაიწყება 20 ნოემბრამდე გაგრძლდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებულმა კომპანიამ სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის 2 000 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარისთვის სასურსათო ნობათების შესყიდვა და მიწოდება უნდა განახორციელოს.
გაყინული ქათამი, 2 კგ შაქარი, შედედებული რძე, ზეთი, 1 კგ შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი, 1 შეკვრა კვერცხი და 2 კგ პურის ფქვილი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გამარჯვებული კომპანიის მიერ შერჩეული შენობიდან მიმდინარე წლის 25 დეკემბრიდან 28 დეკემრბის ჩათვლით უნდა დაურიგდეს.
საახალწლო ნობათების დარიგების პროგრამა ქუთაისის მერიამ 2016 წელსაც განახორციელა, სადაც 3 084 ბენეფიციარს სხვადასხვა სასურსათო პროდუქტი დაურიგდათ. რისთვისაც ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 71 500 ლარი დაიხარჯა.
წყარო: "ქუთაისიპოსტი"